--------------------------------
სათაურში სათაურში და ტექსტში  
სალომე (ძველი ებრაული) "მშვიდობა". ეს სახელი ერქვა ერთ-ერთ მენელსაცხებლე დედათაგანს. საქართველოს ისტორიიდან ცნობილია იბერიის დედოფალი, რევ მირიანის ძის მეუღლე, სომეხთა მეფის თრდატის (287-330 წწ.) ასული სალომე უჯარმელი, რომელმაც პეროჟავრი სივნიელთან ერთად აღწერა წმინდა ნინოს ცხოვრება: "რამეთუ მოსცა თრდატ ასული თვისი, რომელსა ერქუა სალომე, ძესა მირიანისსა ცოლად, რომელსა ერქუა რევ " ( "ქართლის ცხოვრება" I, 70).
უკან